Belive

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი | ქართველმა ექიმმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბულგარეთის ნაკრებისა და პლოვდივის "ბოტევის“ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სამშობლოში დაბრუნდა. ბულგარელთა ავარიით გამოწვეული დაზიანებისა და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ნედელევმა პირველი კომენტარი გააკეთა.
„გმადლობ, პროფესორო ინგოროყვა“, – ეს იყო ნედელევის პირველი სიტყვები, რომელიც მან აეროპორტში თქვა. "ერთ წამს შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება! ოცნებები და მომავლის გეგმები მყისიერად ქრება, იქ, ბნელ გვირაბში… ახლა საკუთარ თავს არ ვეკითხები რატომ და დამნაშავეს არ ვეძებ. უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ! სიტყვები არ მყოფნის იმ ადამიანის მიმართ, ვინც მეორე სიცოცხლე მაჩუქა. მინდა, პროფესორ შოთა ინგოროყვას და მის გუნდს მადლობა გადავუხადო. მე გულწრფელ მადლობას ვუხდი ექიმ ბისერ ბოჩევს დროული ჩარევისთვის და მუდმივი ზრუნვისთვის ოპერაციის დროს და მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს, რომელმაც შთამაგონა ამ განსაცდელის გადატანა. ჩემს ოჯახს, რომელიც მუდმივად ჩემს ფიქრებში იყო, სიყვარულისა და თანადგომის გამო. მადლობა მთელ ჩემს ოჯახს და მეგობრებს, რომლებმაც გამბედაობა მომცეს. მადლობა მინდა გადავუხადო ბულგარეთის საფეხბურთო კავშირს, ბულგარეთის საელჩოს საქართველოში, კონსულ რალიცა დიმიტროვას, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას – თბილისში სულ ჩემთან იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, მადლობა ყველა ცნობილ და უცნობ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა. დარწმუნებული ვარ, მალე დავბრუნდები მოედანზე უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე!“, – წერს ტოდორ ნედელევი.

წყარო: 1tv.ge  

სხვა სტატიები