Belive

ბუნდესლიგა ბრუნდება! იხილეთ გერმანელი მინისტრების ინიციატივა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბუნდესლიგა შეიძლება გახდეს პირველი წამყვანი ჩემპიონატი, სადაც კორონავირუსის ფონზე, კვლავ გაგრძელდება თამაშები. გერმანელი მინისტრების განცხადებით, პირველი მატჩი 9 მაისს უნდა გაიმართოს. გერმანია 16 რეგიონად, ან როგორც გერმანელები უწოდებენ, 16 მიწად არის დაყოფილი. ბავარიის პრემიერ მინისტრის, მარკუს შოდერისა და ნორდჰაინ-ვესტფალენის პრემიერ მინისტრის, არმინ ლაშეტის ინიციატივით, ბუნდესლიგაში თამაშების აღდგენა 9 მაისს თავისუფლად არის შესაძლებელი. მათი განცხადებით, ეს ყველაფერი ჯანდაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებითა და დროებითი აკრძალვების მაქსიმალური დაცვით არის შესაძლებელი. გერმანიაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების სტატისტიკა აჩვენებს, რომ პიკმა უკვე ჩაიარა. ამის ფონზე, გერმანიაში პატარა მაღაზიები, ველოსიპედებისა და ავტომობილების გაქირავების სერვისები და სხვა ობიექტები ისევ გაიხსნა. თუმცა პარალელურად, სოციალური დისტანციის საკითხი კვლავ აქტუალური რჩება.
corona germay

"გერმანიის საფეხბურთო ფედერაცია გარანტიას გვაძლევს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. უზომო სიფრთხილე გვმართებს, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. რა თქმა უნდა, თამაშები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება," განაცხადა მარკუს შოდერმა.

ბუნდესლიგის ხელმძღვანელი, კრისტიან ზაიფერტი ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, დიდი სიფრთხილეა საჭირო: "სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება, ეს კი გერმანული ფეხბურთისთვის კარგი სიგნალია. პოლიტიკოსები ჩვენ ნდობას გვიცხადებენ. ბუნდესლიგის ხელმძღვანელობა და თითოეული ფეხბურთელი მთელი ერისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და მოვერიდოთ სოციალურ კონტაქტებს," განაცხადა მან.
ზაიფერტის განცხადებას გამოეხმაურა "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, ჰარლ-ჰაინც რუმენიგე: "ჩვენ დავიცავთ როგორც სამართლებრივ, ასევე ჯანდაცვით წესებს, რათა თითოეული რისკი მაქსიმალურად შევამციროთ. დიდ მადლობას ვუხდი კრისტიან ზაიფერტსა და გერმანიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობას სრულყოფილი კონცეფციის წარმოდგენისთვის," აღნიშნა რუმენიგემ.   ამ მომენტისთვის, ბუნდესლიგას კვლავ მიუნხენის "ბაიერნი" ლიდერობს. მიუნხენური გრანდი გერმანიის ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ მოპოვებას შეეცდება. ტრადიციულად, "ბაიერნის" მთავარი კონკურენტი "დორმუნდია," რომელიც ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები