Belive

ბუნდესლიგა დორტმუნდი შალკეს დაპირისპირებით განახლდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგა ბრუნდება. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესლიგა 16 მაისს, "დორტმუნდი" "შალკეს" დაპირისპირებით განახლდება. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩები გულშემატკივრის გარეშე - ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. "რურის დერბი", რომელშიც "დორტმუნდი" "შალკეს" უმასპინძლებს 16 მაისს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება. პარალელურად გასამართ შეხვედრაში "ლაიფციგი" "ფრაიბურგის" დამარცხებას შეეცდება. მიუნხენის "ბაიერნი" კი 17 მაისს "უნიონ ბერლინს" ესტუმრება.  

სხვა სტატიები