Belive

ბუნდესლიგა ფავორიტის მონაწილეობით იხსნება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს გერმანიაში, კერძოდ კი - მიუნხენში გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება, სადაც მიუნხენური გრანდი საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდება. „ალიანც არენაზე“ „ბაიერნს“ შესაძლოა დავიდ ალაბა, სერჟ გნაბრი და ხამეს როდრიგესი ვერ დაეხმარონ, ხოლო „ჰოფენჰაიმის“ შემთხვევაში ექვსი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს, სამი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტრანსფერი განახორციელა - 23 წლის ლეონ გორეცკას სახით, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ბუნდესლიგის უპირობო ჩემპიონია, რაც აქამდე ისტორიაში არავის გაუკეთებია. მატჩი „ბაიერნსა“ და „ჰოფენჰაიმს“ შორის დღეს - 24 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები