ბუნდესლიგამ განახლების წინ გუნდებს ახალი წესები წარუდგინა

როგორც ცნობილია, გერმანიის ბუნდესლიგა 9 მაისს უნდა განახლდეს. ამასთან დაკავშირებით ბუნდესლიგის მესვეურებმა გუნდებს ახალი წესები წარუდგინეს, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც თამაშს ვერ შეძლებენ.

1) თამაშზე დაშვებულია 322 ადამიანი. ამ რაოდენობაში შედიან ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, მედიის წარმომადგენლები, ოპერატორები და გუნდების საექიმო შტაბი.

2) სტადიონზე შესვლამდე აუცილებლად ყველა პიროვნებამ უნდა გაიზომოს ტემპერატურა.

3) აკრძალულია ხელის ჩამორთმევა და გუნდური ფოტოების გადაღება

4) აკრძალულია ნებისმიერი სახის დახურული შეკრებები და ლაივ პრესკონფერენცია

5) სასტუმროში გუნდის ყველა წევრი ვალდებულია გაიკეთოს პირბადე და დაიცვას ორ მეტრიანი დისტანცია

6) სტადიონზე გამოსვლისას გუნდები ერთი გვირაბიდან არ გამოვლენ და სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან დისტანცია

ამ წესების გათვალისწინებით გუნდებს შეეძლებათ ჩაატარონ საფეხბურთო მატჩები.

(1680)

ბუნდესლიგამ განახლების წინ გუნდებს ახალი წესები წარუდგინა

სტატიის ავტორი
-