ბუნდესლიგამ იაშვილის გოლი საკუთარი კამპანიისთვის გამოიყენა

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის გოლი”ბუნდესლიგის” ოფიციალურ Twitter-ზე მიმდინარე კამპანიაში მოხვდა.

კამპანიის არსი შემდეგია – ლათინური ანბანის თითოეულ ასოზე ბუნდესლიგის გამორჩეული ფეხბურთელების გოლები იდება, რომლებმაც კვალი დატოვეს გერმანიის საფებურთო ლიგაში კვალი დატოვეს. მაგალითად, L-ზე შეგიძლიათ ლევანდოვსკის ვიდეო იხილოთ, D-ზე დერდიოკის საოცარი გოლი, H-ზე ჰაინკესი და ა.შ.

საინტერესოა, რომ I-ზე “ბუნდესლიგამ” ალექსანდრე იაშვილის გოლი გამოარჩია – “იაშკამ” გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი “ფრაიბურგსა” (281 მატჩი, 63 გოლი, 60 ასისტი) და “კარლსრუეში” (152 მატჩი, 27 გოლი, 26 ასისტი) თამაშით დაამახსოვრა.

ბუნდესლიგამ იაშვილის გოლი საკუთარი კამპანიისთვის გამოიყენა

სტატიის ავტორი
-