Belive

ბუნდესლიგაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო მსოფლიო სპორტი შეჩერებულია. თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველანაირი სპორტული მოვლენა დროებით შეჩერდა, ასევე 2020 წელს ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი (ფეხბურთში) გადაიდო და 2021 წელს ჩატარდება. ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურებული იყო, ამ სიას კი ბუნდესლიგაც შეემატა. როგორც ცნობილი გახდა, ბუნდესლიგაში პირველი კორონავირუსი დადასტურდა. კოვიდ 19-ით "აინტრახტის" ფეხბურთელი დაავადდა, რომლის ვინაობასაც კლუბი არ ასახელებს. "აინტრახტმა" ამ ფაქტზე კომენტარი უკვე გააკეთა: "მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა და კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა, მან ტესტი ჩაიტარა, რომლის პასუხიც რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ და სამწუხაროდ ეს პასუხი იყო დადებითი. ამ ფაქტის შემდეგ, "აინტრახტის" ყველა მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბსა და გუნდთან დაახლოვებულ ყველა პიროვნებას კოვიდ 19-ის ტესტი ჩაუტარდება და ყველა 14 დღიან კარანტინს გაივლის".

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები