Belive

ბუნდესლიგის დაბრუნების თარიღი ცნობილია?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო ბუნდესლიგის მატჩები მარტის შემდეგ შეჩერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის უმაღლესი საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა 15 მაისს განახლდეს. SPORTbible-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ შეზღუდვებსა და კარანტინს ამსუბუქებს და თანდათან აუქმებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბუნდესლიგის წარმომადგენლებს სეზონის განახლებასთან დაკავშირებით მწვანე შუქი მიეცათ. განვლილი 25 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგას "ბაიერნი" უდგას სათავეში. "რეკორდმაისტერმა" 55 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "დორტმუნდს" 4 ქულით გაასწრო.

სხვა სტატიები