Belive

ბუნდესლიგის განახლება გადაიდო - კიოლნის სამი თანამშრომელი ინფიცირებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დაანონსდა, რომ გერმანიის "ბუნდესლიგა" 9 მაისს უნდა განახლებულიყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბ "კიოლნის" სამი თანამშრომელი კორონავირუსით არის დაინფიცირებული. მიუხედავად ამ ფაქტისა, გუნდი ვარჯიშს არ წყვეტს და 2 კვირიანი კარანტინის რეჟიმში არავინ გადავა, გარდა იმ სამი ადამიანისა ვინც დაინფიცირდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომები არ აღენიშნებათ. კლუბმა დაინფიცირებული ადამიანების სახელების გამხელა არ ისურვა. ამ ფაქტის გამო ბუნდესლიგის განახლება მინიმუმ 16 მაისამდე გადაიდო.

სხვა სტატიები