Belive

ბუნდესლიგის მოთამაშეებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგაში მოთამაშეთა უმრავლესობას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი მიაჩნია. ინფორმაციას kicker-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლონელი საუკეთესოდ გამოკითხულ ფეხბურთელთა 43,2%-მა დაასახელა. მეორე ადგილზე ,,ლივერპულის'' შემტევი, მოჰამედ სალაჰი გავიდა (20,5%), მესამეზე კი ,,ოქროს ბურთის'' 7-გზის მფლობელი, ლეო მესი. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 30 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ,,ოქროს ბურთის'' წლევანდელ გამოკითხვაში 33 წლის თავდამსხმელმა 580 ხმით მეორე ადგილი დაიკავა და მესის 33 ხმით ჩამორჩა.

სხვა სტატიები