Belive

ბუნდესლიგის სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გერმანიის "ბუნდესლიგის" პირველი ნახევარი დასრულდა და ზამთრის ჩემპიონი "ბორუსია" გახდა. პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება.

მეკარე - პიტერ გულაჩი (ლაიფციგი)

"ლაიფციგის" მეკარე, პიტერ გულაჩი კარგ ფორმაშია. გუნდიც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. "ლაიფციგი" მე-4 პოზიციაზე იმყოფება და "ბუნდესლიგაში" ყველაზე ნაკლები, 17 ბურთი აქვს გაშვებული.

მარჯვენა მცველი - ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი)

მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველი, ჯოშუა კიმიხი კარგ ფორმაშია. 23 წლის გერმანელი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და მიმდინარე სეზონში რამდენიმე შეხვედრა ნახევარდაცვაშიც ითამაშა. 17 თამაშში კიმიხმა 1 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცენტრალური მცველი - ნიკო ელვედი (გლადბახი)

22 წლის შვეიცარიელი მცველი მაღალ დონეზე თამაშობს. ელვედი "გლადბახის" ერთ-ერთი ლიდერია. გუნდი მეორე პოზიციაზე იმყოფება და სულ 18 ბურთი აქვს გაშვებული. ელვედიმ მიმდინარე სეზონში ერთი ბურთი გაიტანა.

ცენტრალური მცველი - იბრაჰიმა კონატე (ლაიფციგი)

სიმბოლურ გუნდში "ლაიფციგის" კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა. ამჯერად ცენტრალური მცველი იბრაჰიმა კონატე. "ლაიფციგის" დაცვის ხაზი კარგად გამოიყურება და კონატე ამის შემადგენელი ნაწილია. 19 წლის ფრანგ ფეხბურთელს ამ სეზონში გოლი ჯერ არ გაუტანია.

მარცხენა მცველი - ჟერომ რუსილონი (ვოლფსბურგი)

"ვოლფსბურგმა" სეზონის პირველი ნახევარი მე-5 ადგილზე დაასრულა. გუნდი კარგ ფორმაში შევიდა და ჟერომ რუსილონი ამ გუნდის უცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში ფრანგმა 1 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა.  

ცენტრალური ნახევარმცველი - ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი)

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის კრეატიულობით გამოირჩევა და მიუნხენელთა შეტევებს იწყებს. მიმდინარე "ბუნდელიგაში" ტიაგომ ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცენტრალური ნახევარმცველი - კემერ დემირბაი (ჰოფენჰაიმი)

კემერ ემირბაი "ჰოფენჰაიმის" ნახევარმცველია. ის გუნდის ხერხემლად ითვლება. "ჰოფენჰაიმს" ყველაზე მეტი, 7 ფრე აქვს ნათამაშები და მე-7 ადგილს იკავებს. გერმანელმა ფეხბურთელმა 2 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი - ჯეიდონ სანჩო (ბორუსია)

დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის ზამთრის ჩემპიონია. გუნდის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა კი ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. სანჩომ სეზონი აქტიურად დაიწყო და ასევე აგრძელებს. მას უკვე 6 ბურთი აქვს გატანილი და 7 საგოლე გადაცემა გაკეთებული. სანჩო ბომბარდირთა დავაში მე-12 ადგილზეა.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი - ტორგან აზარი (გლადბახი)

"გლადბახის" ბელგიელი შემტევი, ედენ აზარის ძმა, ტორგან აზარი მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება. შემთხვევითი არ არის, რომ ის სიმბოლურ გუნდშია. აზარი გუნდის ლიდერია. მიმდინარე სეზონში აზარმა უკვე 9 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილს იკავებს.

გამთამაშებელი - მარკო როისი (ბორუსია)

"ბუნდესლიგის" სიმბოლური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი იქნებოდა. "ბორუსიას" კაპიტანი კარგ სათამაშო კონდიციაშია. როდესაც როისს ტრავმა არ სწუხებს, ის მუდმივად ლიდერია. მიმდინარე სეზონში როისმა 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.

თავდამსხმელი - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი)

სებასტიან ჰალერი სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ბევრი ამ პოზიციაზე მისივე თანაგუნდელს, ლუკა იოვიჩს ელოდა, თუმცა ჰალერიც ძალიან შედეგიანია. 15 თამაშში მან 9 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეტა. გამოდის, რომ 15 თამაშში ჰალერმა 17 გოლში მიიღო მონაწილეობა.
 

სხვა სტატიები