Belive

ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ნკუნკუ დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ,,ლაიფციგის'' შემტევი, კრისტოფერ ნკუნკუ დაასახელეს. ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ,,ლაიფციგის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა (ყველა ტურნირზე 51 მატჩში 34 გოლი და 20 ასისტი). ნკუნკუ გატანილი გოლების რაოდენობით რობერტ ლევანდოვსკის, პატრიკ შიკს, ერლინგ ჰოლანდსა და ანტონი მოდესტეს ჩამორჩა. მისმა გუნდმა ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. 24 წლის შემტევი ნახევარმცველით არაერთი გუნდი, მათ შორის ,,მანჩესტერ იუნაიტედი'', ,,ჩელსი'' და მიუნხენის ,,ბაიერნი'', ინტერესდება. გერმანული მედიის ცნობით, ,,რეკორდმაისტერი'' ნკუნკუს სერჟ გნაბრის შესაძლო შემცვლელად განიხილავს.


სხვა სტატიები