,,პარმას” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” გოლკიპერზე, ჯიჯიო დონარუმაზე ისაუბრა:
,,ჩემი აზრით, დონარუმას შეუძლია, რომ ,,ოქროს ბურთის” მფლობელი გახდეს. მისი თვისებებიდან და შედეგებიდან გამომდინარე, ის ამ ჯილდოს მიღების ერთ-ერთი პრეტენდენტია.
როცა 18 წლის ვიყავი, მითხრეს: ,,შენ შეგიძლია, ლევ იაშინის შემდეგ, ისტორიაში საუკეთესო მეკარე გახდე.” მე კი ვუპასუხე: ,,რატომ იაშინის შემდეგ? ვინ თქვა, რომ არ შემიძლია, უძლიერესი ვიყო?”
როცა ახალგაზრდა ხარ, არ უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს და ყოველთვის მეტისკენ უნდა ისწრაფო. დონარუმამ ამ ჯილდოსთვის აუცილებლად უნდა იბრძოლოს,” – განაცხადა ბუფონმა.
ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მეკარე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.