ბუფონი: 40 წლის ასაკში ჩემთვის “პსჟ” იდეალური გუნდია

ჯანლუიჯი ბუფონის განცხადებით, იგი საერთოდ არ ღელავს იმის თაობაზე, რომ “პსჟ-ს” ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ხვდება.

“ეს სიტუაცია ჩემთვის აბსოლუტუად მისაღებია. აქ გადმოსვლისას სეზონში 70 მატჩის ჩატარებას არ ვგეგმავდი. ჩემი აზრით, “პსჟ-ს” დონის გუნდს ორი კარგი მეკარე უნდა ჰყავდეს. მაგალითისთვის “რეალი” ავიღოთ, სადაც კარს კეილორ ნავასი და ტიბო კურტუა იცავენ. დღეს საჭიროა, გუნდში ორი უმაღლესი დონის მეკარის ყოლა და მათზე სათამაშო დროის ეფექტურად გადანაწილება”, – აღნიშნა ბუფონმა.

40 წლის ბუფონი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილია, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდობაში ამ მდგომარეობას მარტივად შეეგუებოდა: “ნამდვილად არ ვიცი, რა რეაქცია მექნებოდა ანალოგიურზე 20 წლის ასაკში, თუმცა 40 წლის ასაკში ეს სავსებით მისაღებია”, – განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.

ბუფონმა პროფესიონალური კარიერა 1994 წელს დაიწყო, როდესაც “პარმას” ახალგაზრდული გუნდიდან ძირითად გუნდში გადაინაცვლა. 2001 წელს ტურინის “იუვენტუსმა” იგი მეკარის პოზიციისთვის რეკორდულ თანხად, €52,88 მილიონად შეიძინა, თუმცა მომავალმა აჩვენა, რომ ბუფონში აღნიშნული თანხის გადახდა აბსოლუტურად გამართლებული იყო.

შეგახსენებთ, რომ ბუფონს იტალიის ეროვნული მაისურით 179 მატჩი აქვს გამართული.

 

(79)

ბუფონი: 40 წლის ასაკში ჩემთვის “პსჟ” იდეალური გუნდია

სტატიის ავტორი
-