Belive

ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორეა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. ლევერკუზენის "ბაიერთან" ჯიჯიმ კარი მშრალად შეინახა, მისმა გუნდმა კი მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. იტალიელი გოლკიპერი ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ოდესმე ჩემპიონთა ლიგაში უთამაშია. გერმანულ კლუბთან დაპირისპირების დროს, ჯიჯი 41 წლის და 317 დღის იყო, პირველ ადგილზე, მისი თანამემამულე მარკო ბალოტეა (43 წლის და 252 დღის).

სხვა სტატიები