Belive

ბუფონი: ,,დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამაგდო ოლივერმა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილმა მეკარემ, ჯანლუოჯი ბუფონმა, 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მადრიდის ,,რეალთან'' განმეორებითი მატჩი გაიხსენა:
,,2018 წელს მადრიდში გამართული მატჩი არის თამაში, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, იმის მიუხედავადაც კი, რომ დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამაგდო ოლივერმა. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მგონი, ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელი მას ფიზიკურად რამდენიმეჯერ შეეხო, მაგრამ ეს მე არ ვყოფილვარ, თუმცა მან წითელი ბარათი მიჩვენა,'' - ბუფონის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ,,იუვენტუსი'' ,,რეალს'' სტუმრად 97-ე წუთამდე 3:0-ს უგებდა. 93-ე წუთზე შეხვედრის მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა ტურინული გუნდის კარში პენალტი დანიშნა და შეკამათების გამო მოედნიდან ბუფონი გააძევა. რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ,,რეალი'' ნახევარფინალში გაიყვანა (4:3 ორი მატჩის ჯამში).

სხვა სტატიები