Belive

ბუფონი: "იუვენტუსი ერთადერთი გუნდია, სადაც სკამზე ვიჯდებოდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ ტურინის "იუვენტუსი" ერთადერთი კლუბია, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დათანხმდებოდა. "გულშემატკივრების ნაწილი გაკვირვებულია "იუვენტუსში" ჩემი ახალი როლით, თუმცა მე ვაცნობიერებ, რომ იმ ერთადერთ კლუბში ვარ, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დავთანხმდებოდი. მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებთან დავბრუნდი, რომელთან ერთადაც საფეხბურთო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი რამ გამოვიარე. სასიამოვნოა ტურინელ ქომაგთან კვლავ ჩახუტება",-თქვა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა. 41 წლის ჯიჯი "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში "პარმადან" 2001 წელს გადაბარგდა და 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "პსჟ-ში" გატარებული 1 წლის შემდეგ ჯიჯი "ბიანკონერიში" დაბრუნდა.

სხვა სტატიები