Belive

ბუფონი ფაბრეგასს: ,,ვნახოთ, შეძლებ თუ არა ჩემთვის კიდევ ერთი გოლის გატანას''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სესკ ფაბრეგასის ,,კომოში'' გადასვლას, ,,პარმას'' მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი გამოეხმაურა, რომელმაც ესპანელს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა:

,,შენი მოედანზე კიდევ ერთხელ ხილვა სასიამოვნო იქნება. კეთილი იყოს შენი მობრძანება იტალიაში, ჩემპიონო! ხელგაშლილი გელოდებით! P.S. ვნახოთ, შეძლებ თუ არა ჩემთვის კიდევ ერთი გოლის გატანას,'' - წერს ბუფონი ტვიტერის პირად გვერდზე.
ფაბრეგასი, რომელმაც ბოლო 4 სეზონი ,,მონაკოში'' გაატარა, ,,კომოს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და იტალიურ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მომავალ სეზონში ფაბრეგასისა და ბუფონის გუნდები სერია ბ-ში იასპარეზებენ.

სხვა სტატიები