Belive

ბუფონი: "სახლში დავბრუნდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, ტურინის "იუვენტუსს" დაუბრუნდა. "დავბრუნდი, რადგან ქალბატონისგან შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!" განაცხადა ბუფონმა. ცნობილია, რომ ბუფონი "იუვენტუსში" 77 ნომრით ითამაშებს: "შესნი პირველ ნომერს მთავაზობდა, კიელინიმ კი მითხრა, რომ კაპიტნის სამკლავურს დამიბრუნებდა, თუმცა არავის არაფერს წავართმევ, ტურინში დავბრუნდები და უბრალოდ, 77 ნომრით ვითამაშებ," განაცხადა მან.

 

სხვა სტატიები