Belive

ბუფონი შესაძლოა პსჟ-ში 2022 წლამდე დარჩეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ESPN-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობას ლეგენდარულ მეკარესთან, ჯანლუიჯი ბუფონთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამჟამად ბუფონს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა კონტრაქტში +1 წელი იყო გათვალისწინებული, რაც ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ბუფონის დამატებით ერთი წლით დარჩენას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ 41 წლის ბუფონს "პსჟ-ში" ანაზღაურება გაეზრდება, რაც კონტრაქტში მნიშვნელოვანი ბონუსების გათვალისწინებას მოიცავს. საბონუსე სისტემა კი თავად ფეხბურთელის და ასევე, გუნდის წარმატების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. L’Équipe-ის ცნობით, ამჟამად ბუფონი "პსჟ-ში" წელიწადში €5 მილიონს გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები