Belive

ბუფონის აგენტი: "მარტში ჯიჯის მომავალზე ვიმსჯელებთ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვიო მარტინამ 42 წლის გოლკიპერის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "არ ვიცი, რას გააკეთებს ჯიჯი უახლოეს მომავალში, მაგრამ ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მარტის დასაწყისში ჩვენ კლუბის წარმომადგენლებს შევხვდებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.  ჯანლუიჯი 42 წლისაა, მაგრამ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და თავს კარგად გრძნობს, "იუვენტუსში" კი ბედნიერია.  ბევრი წლის წინ, ჯიჯიმ თქვა, რომ კარიერას 32 წლის ასაკში დაასრულებდა, მაგრამ ვურჩიე, რომ არც ამ ასაკში გაჩერებულიყო. მან "პსჟ-ში" შესანიშნავი სეზონი გაატარა, ფაბიო პარატიცი მისი მატჩების საყურებლად ხშირად მოდიოდა. შემდეგ ბევრი წინადადება გვქონდა, მაგრამ როცა ტურინიდან დარეკეს, დავრწმუნდით, რომ ეს ჯიჯის ოჯახისთვის იდეალური ვარიანტი იყო",-თქვა იტალიელი მეკარის აგენტმა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა საყვარელ კლუბში მეორე მეკარის პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ, 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები