Belive

ბუფონის გულახდილი ინტერვიუ: "კარიერის განმავლობაში დეპრესია მტანჯავდა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
აქტიური საფეხბურთო სტატუსის მქონე, თუმცა უკვე ლეგენდად ქცეულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, Vanity Fair-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან დღემდე უცნობ საკითხზე - მის დეპრესიაზე ისაუბრა. "გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული. ვფიქრობდი, რომ ჩემზე არავინ ფიქრობდა - მე ვიყავი ფეხბურთელი და არა პიროვნება. ხალხს აინტერესებდა ბუფონი, მაგრამ ჯიჯი არავის ახსოვდა," ამბობს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ბუფონმა გაიხსენა შემთხვევა 2005 წლიდან, როდესაც მან "იუვენტუსის" მეკარეების მწვრთნელს თამაშის გამოტოვება სთხოვა: "მივედი ივანო ბორდონთან, ვუთხარი რომ იმ დღეს თამაშს ვერ შევძლებდი და რომ ძირითადში ჩემს ნაცვლად ანტონიო კიემენტის ეთამაშა. მე დეპრესიული შემოტევა მქონდა და თამაში უბრალოდ არ შემეძლო," აღნიშნა ბუფონმა და დაამატა, რომ მისმა თანაგუნდელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. "დანებება არ შეიძლებოდა. გადავწყვიტე, იმ თამაშში მეთამაშა და ფრანჩესკო კოცას კარგი დარტყმული მოვიგერიე. ეს ნამდვილი თერაპია იყო, გუნდმა 1:0 გაიმარჯვა," განაცხადა მან. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ბუფონი "პარი სენ-ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ბუფონმა სექტემბრის შემდეგ პარიზული გუნდის მაისური 13-ჯერ მოირგო და კარის მშრალად შენახვა 5-ჯერ შეძლო.

სხვა სტატიები