Belive

ბუქმეიქერების პროგნოზი: სად გააგრძელებს გარეთ ბეილი კარიერას?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანულმა ბუქმეიქურულმა კომპანიამ მადრიდის "რეალის" შემტევის, გარეთ ბეილის კარიერული მომავლის შესახებ პროგნოზები გააკეთა. 32 წლის უელსელმა გარემარბმა წინა სეზონი იჯარის წესით ყოფილ კლუბში, "ტოტენჰემში" გაატარა, ახლა კი "სამეფო კლუბში" დაბრუნდა, თუმცა "ბლანკოსების" შემადგენლობაში მისი დარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. დიდი ალბათობით, იგი კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდის რიგებს დატოვებს. OddsChecker-მა უელსის ნაკრების ლიდერის სამომავლო კლუბების შესახებ პროგნოზები გააკეთა, მათ შორის ლიდერობა კი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "კარდიფ სიტის" არგუნა. ამრიგად, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ბეილი სამშობლოში დაბრუნდეს. იმ კლუბების ჩამონათვალი, რომელშიც შესაძლოა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გადაბარგდეს და მათი კოეფიციენტები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • კარდიფ სიტი - 11/8
  • MLS-ის რომელიმე კლუბი - 13/2
  • ტოტენჰემი - 8/1 
  • ინტერ მაიამი - 10/1 
  • ჩინეთის სუპერ ლიგის რომელიმე კლუბი - 16/1
  • ჩელსი - 20/1
  • პსჟ - 20/1
  • მანჩესტერ იუნაიტედი - 25/1
  • მიუნხენის ბაიერნი - 33/1
  • მანჩესტერ სიტი - 50/1
გარეთ ბეილის კონტრაქტი ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულთან 2022 წლის 30 ივნისამდე ძალაშია, თუმცა, შესაძლოა "რეალმა" მისი გაყიდვა მიმდინარე ზაფხულშივე გადაწყვიტოს, რადგან იგი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის, კლუბი კი მას ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 695 000-ზე მეტ ევროს იღებს. მადრიდის "რეალში" გატარებულ 7 წელიწადში 251 შეხვედრა ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა, 68 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ ლა ლიგა.

სხვა სტატიები