Belive

ბურაკ ილმაზის ბრწყინვალე 2 გოლი | აუღებელი პენალტი და შორეული დარტყმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული ლიგა 1-ის 36 ტურში, ვეტერან თურქ ფეხბურთელს, ბურაკ ილმაზს, ნამდვილი ბენეფისი ჰქონდა: "ლილის" ფორვარდმა "ლენსს" 2 საუცხოო გოლი გაუტანა და მისი დახმარებით, გუნდი ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. "ლილს" 36 შეხვედრაში 79 ქულა აქვს დაგროვებული და უახლოეს მდევარს, "პარი სენ-ჟერმენს", 4 ქულით უსწრებს - თუმცა პარიზელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. დუბლის შესრულების შედეგად, ბურაკ ილმაზს, ლიგა 1-ში 15 გოლი მოუგროვდა. 35 წლის ფორვარდი, სეზონის ბომბარდირებს შორის, მე-4 ადგილს იკავებს და კილიან მბაპეს (25), ვისამ ბენ იედერს (19), მემფის დეპაის (19) და კევინ ფოლანდს (18) ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები