Belive

ბუსკეტსი: "ანსუ ფატის ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვს მაგრამ წარმატებას დრო სჭირდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვილიარეალის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში, ანსუ ფატიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. "ბლაუგრანას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა და ბრწყინვალე თამაშით თავის გამოჩენა არაერთ ეპიზოდში შეძლო. ანსუ ფატის შესანიშნავ თამაშს სერხიო ბუსკეტში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს ბრწყინვალე შესაძლებლობები და დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა წარმატებას დრო სჭირდება. ბუსკეტსის აზრით, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და გულშემატკივრებმა სიმშვიდე უნდა შეინაჩუნონ, რათა ანსუ ფატი წნეხში არ მოექცეს. "სიმშვიდე უნდა შევინაჩუნოთ. ანსუ ფატის განუმეორებელი შესაძლებლობები აქვს და შესანიშნავი ტალანტია - ის გასაოცარია. ფატის საკუთარი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ახალი თანაგუნდელების მოსვლის შემდეგ, სისტემა შეიცვალა - ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ადაპტირება. ამ ყველაფერში "ვიალიარეალის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება", - აღნიშნა სერხიო ბუსკეტსმა.

სხვა სტატიები