Belive

ბუსკეტსი: "ჩემი აზრით, სეზონი არ გაგრძელდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გრანდი ლა ლიგის ცხრილის სათავეშია, მაგრამ სეზონის გაგრძელების შესაძლებლობას სერხიო ბუსკეტსი სკეპტიკურად უყურებს. "ბლაუგრანას" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ლა ლიგის წლევანდელი სეზონი არ გაგრძელდეს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლა ლიგა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო - ესპანეთის უმაღლესი საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის ეგიდით გამართული უკანასკნელი მატჩი მარტში გაიმართა. "ჩემი აზრით სეზონის გაგრძელება ძალიან ძნელი იქნება. არ მჯერა, რომ სეზონი გაგრძელდება. მოვლენების განვითარებას თავიდან დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი - ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. პიკს მივაღწიეთ და ახლა კარგი ამბების მოლოდინში ვარ. ვფიქრობ, სეზონი იმიტომ არ განახლდება, რომ საკმაოდ რთული იქნება ადამიანების ერთად შეკრება და გადაადგილება. თვითიზოლაციაში ყოფნა და ასე ცხოვრება საკმაოდ რთულია მაგრამ ახლა მეტი თავისუფალი დრო მაქვს, რომელსაც შვილებთან ერთად ვატარებ", - აღნიშნა სერხიო ბუსკეტსმა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები