Belive

ბუსკეტსი: "მესის საოცარი თამაში აღარ გვაკვირვებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო ბუსკეტსის განცხადებით, "ბარსელონას" ფეხბურთელებს მესის გენიალური თამაში აღარ აკვირვებთ - აღნიშნული განცხადება "ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა "ესპანიოლთან" მოგებული თამაშის (2:0) შემდეგ გააკეთა. მესიმ აღნიშნულ მატჩში მორიგი დუბლი გაიფორმა - ერთი გოლი არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით, მეორე კი მალკომის ზუსტი გადაცემის შედეგად გაიტანა. "მესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. როდესაც მესი მოედანზეა, "ბარსელონა" მეტოქეზე ყოველთვის 1 ნაბიჯით წინ იმყოფება. მისი მოქმედება გულშემატკივრისთვის შეიძლება საოცარი იყოს, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ," აღნიშნა ბუსკეტსმა. "ბარსელონა" ლა ლიგაში პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს, "ატლეტიკოს," 13 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები