Belive

ბუსკეტსი, მორატა და სხვები: საქართველოსთან მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ფურია როხას" 24-კაციანი განაცხადი დაასახელა. მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ნახევარფინალში ითამაშა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, 7 ცვლილება აქვს. გუნდში კვალვინდებურად არ არის მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი და ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი, თუმცა განაცხადში მოხვდნენ ისეთი გამოცდილი სუპერვარსკვლავები, როგორებიც სერხიო ბუსკეტსი, ალვარო მორატა, დავიდ დე ხეა და სხვები არიან, მათი სრულფასოვანი განაცხადი კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაოს "ატლეტიკი"), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), რობერტ სანჩესი ("ბრაიტონი"). მცველები: ჟორდი ალბა ("ბარსელონა"), ხოსე გაია ("ვალენსია"), ინიგო მარტინესი (ბილბაოს "ატლეტიკი"), აიმერიკ ლაპორტი, ერიკ გარსია (ორივე "მანჩესტერ სიტი"), რაულ ალბიოლი ("ვილარეალი"), სეზარ აზპილიკუეტა (ლონდონის "ჩელსი"), მარკოს ლორენტე (მადრიდის "ატლეტიკო"). ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), როდრი ერნანდესი ("მანჩესტერ სიტი"), ბრაის მენდესი (ვიგოს "სელტა"), მიკელ მერინო ("რეალ სოსიედადი"), კარლოს სოლერი ("ვალენსია"), კოკე რესურესიონი (მადრიდის "ატლეტიკო") თავდამსხმელები: პაბლო ფორნალსი ("ვესტ ჰემი"), აბელ რუისი ("ბრაგა"), ალვარო მორატა (ტურინის "იუვენტუსი"), ჟერარ მორენო ("ვილიარეალი"), ფერან ტორესი ("მანჩესტერ სიტი"), ადამა ტრაორე ("ვულვერჰემპტონ ვანდერერსი"), პაბლო სარაბია ("პარი სენ-ჟერმენი").  

სხვა სტატიები