Belive

ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდგინდა | ესპანეთის ნაკრები იზოლაციაშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრები რთულ მდგომარეობშია: სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდგინდა და შედეგად, მთელი გუნდი იზოლაციაშია გადაყვანილი. ცნობილია ისიც, რომ ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩს აღარ გამართავს. ესპანური მედიის ცნობით, "ფურია როხას" 24-კაციან გუნდში ტესტირება ყველა ფეხბურთელმა გაიარა, თუმცა დადებითი პასუხი მხოლოდ ბუსკეტსს მოუვიდა. COVID-19-თან დაკავშირებული უეფა-სა და ესპანეთის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ფეხბურთელებმა იზოლაციაში გადაინაცვლეს, სადაც ინდივიდუალურ მომზადებას გააგრძელებენ.

ევრო 2020-ის დაწყებამდე, ესპანელებს ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი უნდა გაემართათ, თუმცა ძირითადი ნაკრების ნაცვლად, ბალტიისპირელებს ესპანეთის U21 ნაკრები დაუპირისპირდება.

"ფურია როხა" თავის პირველ მატჩს ევრო 2020-ზე 7 დღეში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები