Belive

CBS Sports ალ ნასრთან რონალდუს კონტრაქტის ფინანსურ დეტალებს ავრცელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მალე ,,ალ ნასრში’’ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს, არაბული გუნდისგან ხელფასის სახით სეზონში 70 მილიონ დოლარს მიიღებს. ინფორმაციას CBS Sprots-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთში კრიშტიანუს ტრანსფერს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის (2030 წელს) შანსების გაზრდის შესაძლებლობად მიიჩნევენ. ამიტომ 2,5-წლიანი კონტრაქტის გარდა, პორტუგალიელს 2030 წლამდე გუნდის ელჩობასაც სთავაზობენ.

რონალდუს გარდა, ,,ალ ნასრი’’ ნ’გოლო კანტეს გადაბირებასაც ცდილობს, რომელსაც ,,ჩელსისთან’’ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.

სხვა სტატიები