Belive

ჩაბი ალონსო სოსიედადში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, ჩაბი ალონსო "რეალ სოსიედადში" დაბრუნდა. ალონსო "სოსიედადის" სარეზერვო გუნდს გაწვრთნის.
"შესანიშნავი დღეა. მე დავბრუნდი იქ, სადაც დავიბადე და ავიდგი ფეხი, ის სადაც პირველად ვითამაშე ფეხბურთი. ძალიან ბედნიერი ვარ" - განაცხადა ალონსომ.
ჩაბი ალონსომ კარიერა "რეალ სოსიედადში" დაიწყო. 1999 წელს ის სან-სებასტიანელთა მეორე გუნდში თამაშობდა. პირველი გუნდის მაისური 2000 წელს მოირგო. ჩაატარა 124 თამაში და გაიტანა 10 ბურთი. 2004 წელ "ლივერპულში" გადავიდა. მერსისაიდულ გრანდში 2009 წლამდე ითამაშა. 2009 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მადრიდის "რეალის" მაისური მოირგო. "სამეფო კლუბში" 6 სეზონი გაატარა, საიდანაც "ბაიერნში" გადავიდა. სწორედ მიუნხენელთა შემადგენლობაში დაასრულა კარიერა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ალონსოს 114 თამაში აქვს ჩატარებული და 16-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

სხვა სტატიები