Belive

ჩაბი ალონსოს ანალიზი: ჟოზე, კლოპი და გვარდიოლა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩაბი ალონსომ, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს, თანამედროვეობის საუკეთესო სპეციალისტებისა და მათ შორის განსხვავების შესახებ ისაუბრა. "მოურინიოს თამაშის წაკითხვის შესანიშნავი უნარი აქვს. ჟოზეს დიდებულად შეუძლია სიტუაციასთან ადაპტირება და რთულ მდგომარეობებში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
xabi alonso mourinho-ის სურათის შედეგი
ფეხბურთი არავინ იცის ისე კარგად, როგორც გვარდიოლამ. ის ძალიან ჭკვიანია, მისი საფეხბურთო ფილოსოფია კი სხვადსხვა ჩემპიონატებსა და კლუბებს ერგება. დაიწყეთ მასთან ფეხბურთზე საუბარი და უამრავ საინტერესო და გასაოცარ რამეს გაიგებთ.
xabi alonso coach-ის სურათის შედეგი
იურგენ კლოპს წარმოუდგენელი ქარიზმა აქვს. ყოველი მატჩის ბოლოს ჩანს თუ რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს მას ფეხბურთელებთან. მან იცის როგორ შექმნას მჭიდრო ემოციური კავშირი მოთამაშეებთან.
xabi alonso coach-ის სურათის შედეგი
რაც შეეხება ზიდანს, ის არაჩვეულებრივი მაგალითია. ყველასადმი პატივისცემის მიუხედავად, ვიტყვი, რომ ზიზუ განსხვავებულ დონეზეა. ორწელიწადნახევარში სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაფერზე მეტყველებს",-თქვა 38 წლის ესპანელმა, რომელიც ამჟამად "რეალ სოსიედადის" სარეზერვო გუნდს ხელმძღვანელობს.
xabi alonso zidane-ის სურათის შედეგი

სხვა სტატიები