Belive

ჩაკვეტაძე: "ასეთი რამ არასდროს გამომიცდია, თამაშის რიტმი მომენატრა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. "ზამთრის შესვენების შემდეგ "გენტს" უკვე შეეძლება, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს დაეყრდნოს. მისთვის 2019 წელი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმის გამო თითქმის ვერ ითამაშა",-წერია ბელგიური გამოცემის სტატიაში. "მუხლი აღარ მტკივა. შევამჩნიე, რომ წინანდელივით სწრაფი აღარ ვარ, მაგრამ ახლა მთავარია რომ ტკივილისგან გავნთავისუფლდი და მოედანზე დაბრუნება მოვახერხე. ასეთი რამ არასდროს გამომიცდია. ასეთი ხანგრძლივი ტრავმა არასდროს მქონია და თავიდან არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშის გარეშე ყოფნა არც ისე მარტივია. პარალელურად, "გენტის" ყველა მატჩს ვესწრებოდი, რის შემდეგაც სახლში დაბრუნება გიჭირს, საბედნიეროდ თავს მარტო არ ვგრძნობდი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი ჩემი მდგომარეობით რეგულარულად ინტერესდებოდა. ჩვენ ხშირად გვქონდა კონტაქტი და მთელი გუნდი მხარს მიჭერდა. ძალიან მახარებს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება გადავწყვიტეთ. თამაშის რიტმი მენატრება, უახლოეს მატჩში ფორმის პიკში ყოფნას არ ველოდები, ამისთვის 1-2 მატჩი მჭირდება",-თქვა ჩაკვეტაძემ. შემდეგი ოფიციალური შეხვედრა ჩაკვეტაძის გუნდს 18 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში, "მუსკრონის" წინააღმდეგ ელოდება.

სხვა სტატიები