Belive

ჩაკვეტაძე და ქვილითაია პირველ ტიტულთან ახლოს არიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის თასის ფინალში "გენტი" ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელებს, გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას ტიტულის მოგების შანსი აქვთ. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "გენტი" "ოსტენდეს" შეხვდა და თერთმეტ მეტრიანების სერიაში დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში არ უთამაში ჩაკვეტაძეს. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და იმ დროს გუნდი 0:2 აგებდა. საბოლოოდ, მან თამაში გააძლიერა, "გენტმა" წონასწორობა აღადგინა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც არაფერი არ შეცვლილა. თერთმეტ მეტრიანების სერიაში კი მასპინძლებმა მეტოქეს სძლიეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. სამწუხაროდ, განაცხადში საერთოდ არ ყოფილა გიორგი ქვილითაია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა.

სხვა სტატიები