Belive

ჩაკვეტაძე და რომა კვლავ აქტუალურია - იტალიურ პრესაში ქართველზე წერენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიურ მედიაში გიორგი ჩაკვეტაძის სახელი და გვარი კვლავ აქტუალურია. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევრამცველი ისევ "რომას" დაუკავშირეს.
"იუნდერი, პეროტი და მხითარიანი მომავალი სეზონიდან "რომაში" სავარაუდოდ აღარ ითამაშებენ. ამრიგად, დედაქალაქელებს შეტევის ხაზის გაძლიერება დასჭირდებათ. "ჯალოროსის" სპორტული დირექტორის სამუშაო მაგიდაზე პირველი გიორგი ჩაკვეტაძის მონაცემები დევს. ის ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ლიგაზე "რომას" წინააღმდეგ ითამაშა. 4-2-3-1 ფორმაციის პირობებში, მას თავდასხმაში ყველა ფუნქციის შესრულება შეეძლება, თუმცა უპირატესობას ანიჭებს მარცხენა ფლანგს. მაშინ კი, როცა გუნდი სამი თავდამსხმელით თამაშობს, იგი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დგება. გართულებული ტრავმის გამო, 20 წლის ქართველმა ამ სეზონში "გენტში" მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოასწრო", - წერს tuttoasroma.it
ჩაკვეტაძე მოედანს დეკემბერში დაუბრუნდა და ფორმის აღდგენას ნელ-ნელა ცდილობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ისევე როგორც ყველგან, ბელგიაშიც საფეხბურთო სეზონი შეწყდა. ამ პერიოდში ქართველმა 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ახალგაზრდულ გუნდში ეფექტური გოლიც გაიტანა. შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე "დინამო თბილისის" აღზრდილია და 2016 წლიდან მთავარი გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა.

სხვა სტატიები