Belive

ჩაკვეტაძე დაბრუნდა - გიომ გენტს უკაპიტნა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე კიდევ ერთხელ დაბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა "გენტის" რიგებში "ანდერლეხტთან" ამხანაგურ მატჩში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ფრედ, 0:0 დასრულებულ თამაშში ჩაკვეტაძე "გენტის" კაპიტანი იყო. 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. გიორგის "ანდერლეხტის" წინააღმდეგ საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა. მან მეტოქის კარებთან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ოფიციალურ მატჩში გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი "გენტის" განაცხადში 1 კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა დისკომფორტი ისევ იგრძნო და შემადგენლობიდან ამოვარდა.  

სხვა სტატიები