Belive

ჩაკვეტაძე დაბრუნდა - გიორგიმ გოლიც გაიტანა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე 4 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა - ქართველმა ფეხბურთელმა "გენტის" 21-წლამდე გუნდში ითამაშა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველმა ბოლოს 4 ოქტომბერს "ბეერსხოტთან" ითამაშა. მაშინ გიორგი კიდევ ერთი დაზიანებიდან ახალი დაბრუნებული იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩაკვეტაძესთვის თამაში ჯერ ადრე გამოდგა - მას ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც გიორგი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა ბელარუსთან, ნახევარფინალში. რაც შეეხება დაბრუნებას, გიორგიმ "მუსკრონის" ახალგაზრდულ გუნდთან მოგებულ (9:2) მატჩში მოედანზე 45 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანაც პენალტიდან მოახერხა.

სხვა სტატიები