Belive

ჩაკვეტაძე გენტის ევროპა ლიგის განაცხადში არ არის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ ევროპა ლიგის 2020/21 წლების გათამაშება დაიწყება. გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" სტუმრად "ლიბერეცს" დაუპირისპირდება. ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც ჩეხეთში გუნდთან ერთად გაემგზავრება.
სამწუხაროდ, განაცხადში არ არის გიორგი ჩაკვეტაძე. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე კვირა გამოტოვა. გიორგი მოედანს 4 ოქტომბერს დაუბრუნდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ მას ისევ ფეხი აწუხებდა. როგორც ჩანს, 21 წლის ნახევარმცველს კვლავ ტრავმა აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალამდე კი ჩაკვეტაძეს "გენტში" 6 თამაში დარჩა.

სხვა სტატიები