Belive

ჩაკვეტაძე მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს შორის დასახელდა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
იტალიურმა გამოცემა, La Gazzetta dello Sport-მა 60 ტალანტის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ჯერ 20 წელი არ შესრულებიათ. 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის კი მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე. ქართველი ფეხბურთელი 60 მოთამაშეს შორის, 54-ე ადგილზეა. სიაში კი ისეთი ფეხბურთელები არიან, როგირცაა მატეის დე ლიხტი, ჟოაო ფელიქსი და სხვა. სიის სათავეში დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელი ლიდერი, ჯეიდონ სანჩო მოექცა. მეორე ადგილზე კი მატეის დე ლიხტია, რომელიც "იუვენტუსში" გადავიდა. მესამე პოზიციაზეა კაი ჰავერცი, რომელიც "ლევერკუზენის" ღირსებას იცავს. მეოთხეა "რეალის" ბრაზილიელი შემტები ვინიციუს ჟუნიორი, ხოლო მე-5 პოზიციას "ატლეტიკოს" მოთამაშე, ჟოაო ფელიქსი იკავებს. სრული სია კი ასე გამოიყურება:
  1. ჯეიდონ სანჩო - დორტმუნდის "ბორუსია"
  2. მატეის დე ლიხტი - "იუვენტუსი"
  3. კაი ჰავერცი - "ლევერკუზენი"
  4. ვინიციუს ჟუნიორი - "რეალი"
  5. ჟოაო ფელიქსი - "ატლეტიკო"
  6. ჯანლუიჯი დონარუმა - "მილანი"
  7. ფილ ფოდენი - "მანჩესტერ სიტი"
  8. როდრიგო - "რეალი"
  9. რაიან სესენიონი - "ფუჰემი"
  10. რაფაელ ლეაო - "მილანი"
  11. მოისე კინი - "ევერტონი"
  12. კალუმ ჰადსონ-ოდოი - "ჩელსი"
  13. დენ-აქსელ ზაგადუ - დორტმუნდის "ბორუსია"
  14. ნიკოლო ძანიოლო - "რომა"
  15. ლი კანგ-ინი - "ვალენსია"
  16. მატეო გენდუზი - "არსენალი"
  17. ბრაჰიმ დიასი - "რეალი"
  18. ალფონსო დავისი - "ბაიერნი"
  19. დეკლან რაისი - "ვესტ-ჰემი"
  20. დიოგუ დალო - "მანჩესტერ იუნაიტედი"
  21. დომინიკ სობოსლაი - "ზალსბურგი"
  22. სერხიო გომესი - "დორტმუნდის "ბორუსია"
  23. იან-ფიეტ არპი - "ბაიერნი"
  24. ალბან ლაფონტი - "ნანტი"
  25. იბრაჰიმა კონატე - "ლაიპციგი"
  26. სამუელ ჩუკვეზე - "ვილიარეალი"
  27. ტაკეფუსა კუბო - "რეალი"
  28. ვილემ გებელსი - "მონაკო"
  29. სანდრო ტონალი - "ბრეშა"
  30. რეის ნელსონი - "არსენალი"
  31. არნე მაიერი - "ჰერტა"
  32. ევან ნ'დიკა - "აინტრახტი"
  33. ლინკოლნი - "ფლამენგო"
  34. ანდრეი ლუნინი - "რეალი"
  35. ფერან ტორესი - "ვალენსია"
  36. ჰანეს ვოლფი - "ზალსბურგი"
  37. მალანგ სარი - "ნიცა"
  38. აგუსტინ ალმენდრა - "ბოკა ხუნიორსი"
  39. რიკი პუიგი - "ბარსელონა"
  40. გედსონ ფერნანდეში - "ბენფიკა"
  41. რეინიერი - "ფლამენგო"
  42. ხოსე კამპანა - "ლევანტე"
  43. ნიკოლას შაპაკასე - "ატლეტიკო"
  44. ბოუბაქარ კამარა - "მარსელი"
  45. აბდულკადირ ომური - "ტრაბზონსპორი"
  46. მეისონ გრინვუდი - "მანჩესტერ იუნაიტედი"
  47. ლუსიენ აგუმე - "ინტერი"
  48. მეისონ მოუნტი - "ჩელსი"
  49. პაულინიო - "ლევერკუზენი"
  50. ტაიტ ჩონგი - "მანჩესტერ იუნაიტედი"
  51. ჟან-კლერ ტოდიბო - "ბარსელონა"
  52. ეთან ამპადუ - "ლაიპციგი"
  53. სებასტიან სოტო - "ჰანოვერი"
  54. გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტი"
  55. ტიაგო ალმადა - "ველეს სარსფილდი"
  56. ოზან მუჰამედ კაბაკი - "შალკე"
  57. ეზეკილ ბარკო - "ატლანტა იუნაიტედი"
  58. რაია ბრიუსტერი - "ლივერპული"
  59. ანდრეა პინამონტი - "ინტერი"
  60. ალექს მენდესი - "აიაქსი"

სხვა სტატიები