Belive

ჩაკვეტაძე ნაპოლიში? - ქართველი ფეხბურთელით ჯენარო გატუზო დაინტერესდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური გამოცემა eurocalciomercato.net გიორგი ჩაკვეტაძის სერია A-ში შესაძლო ტრანსფერზე წერს. გამოცემის სტატიაში საუბარი "ნაპოლიზე" და მათ ახალ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოზეა, რომელიც გუნდში რამდენიმე დღეა დაინიშნა და ზამთარში გუნდში სრული რევოლუციის მოხდენა სურს. რინო აპირებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის სრული გაახალგაზრდავება მოახდინოს და მათ შორის 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის გვარიც ფიგურირებს. ნეაპოლიტანელების მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ლუკას ტორეირაა, იმ შემთხვევაში კი თუ ურუგვაელი ფეხბურთელის ტრანსფერი არ შედგება, "ნაპოლის" პირველი არჩევანი გიორგი ჩაკვეტაძე იქნება. ჩაკვეტაძე იტალიის ჩემპიონატის გუნდებს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სურდათ, ახლა კი ინტერესი ისევ განახლდა. თანაც, ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე "გენტი" "რომას" დაუპირისპირდება და იტალიელ საფეხბურთო აგენტებს მისი შესაძლებლობების ხილვა უშუალოდ შეეძლებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გატუზოს ქართველ ფეხბურთელებთან კარგი ნაცნობობა აკავშირებდნენ. "მილანში" თამაშისას ის კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში კი გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ლორიას "ოფის" წვრთნიდა.

სხვა სტატიები