Belive

ჩაკვეტაძე ფორმაში შედის - პარტიზანთან მატჩში ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, ბელგიურმა "გენტმა" სტუმრად ბელგრადში, სერბული "პარტიზანი" (1:0) დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე. "ბუფალოების" მეათე ნომერმა, მოედანზე 80 წუთი გაატარა და ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული იყო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ერთ-ერთ საუკეთესოდაც დაასახელეს. Sofascore-მა 22 წლის ფეხბურთელი 7.7 კოეფიციენტით შეაფასა, რაც შეხვედრაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, ხოლო ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დეტალური შეფასება ასე გამოიყურება: ბურთთან შეხება: 54 კარისკენ დარტყმა: 2/1 დაბლოკილი დარტყმა: 1 წარმატებული დრიბლინგი: 5/6 პასის სიზუსტე: 29/31 (94%) საკვანძო გადაცემა: 4 დიაგონალური პასი: 1/1 გრძელი პასი: 1/2 მოგებული ორთაბრძოლა მიწაზე: (11/14) საჰაერო ორთაბრძოლები: 2/3 ბურთის დაკარგვა: 7 მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 3 ჩაჭრა: 3 გადაადგილების რუკა:

სხვა სტატიები