Belive

ჩაკვეტაძე საქართველოს FIFA 20-ის ტურნირზე წარმოადგენს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერებულია და ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ცნობილი გვერდი სოციალურ ქსელში, "433" ახალი ინიციატივით გამოდის. აღნიშნული გვერდი ვიდეოთამაშ FIFA-20 ში ტურნირს ჩაატარებს, რომელშიც 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ ტურნირზე საქართველოს გიორგი ჩაკვეტაძე წარმოადგენს. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: რომელუ ლუკაკუ (ბელგია), კრიშტოპ პიატეკი (პოლონეთი), დეიან ლოვრენი (ხორვატია), ემერიკ ლაპორტი (საფრანგეთი), ჩირო იმობილე (იტალია) და სხვ.

იხილეთ მონაწილეთა სია: 

StorySaver_433_90090292_2780315098730996_5312441689199128533_n

სხვა სტატიები