Belive

ჩაკვეტაძემ გენტთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. 20 წლის ქართველმა, რომლითაც ევროპის წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების წარმომადგენლები ინტერესდებიან, ბელგიურ კლუბთან 2023 წლამდე მოქმედ კონტრაქტს მოაწერა ხელი. აქამდე, "დინამო თბილისის" აღზრდილ ფეხბურთელს "გეტთან" მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმებული კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა. ბელგიელთა ქართველი 10-იანი, რომელიც თებერვლის შემდეგ ტრავმირებულია და მოედანს სავარაუდოდ მიმდინარე თვეში დაუბრუნდება, რამდენიმე კლუბის სამიზნეა, ახალი კონტრაქტი კი კლუბისთვის ტრანსფერის შემთხვევაში უფრო მეტი მოგების მომტანი იქნება. სწორედ ამ მიზნით, გენტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გუნდის ლიდერ, უკრაინელ თავდამსხმელ რომან იარემჩუკსაც 2023 წლამდე გაუხანგრძლივა. ჩაკვეტაძემ, რომლის ანგარიშზეც საქართველოს ნაკრების 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასია, "გენტის" მაისურით 50 შეხვედრაში 7 ბურთი შეაგდო და 11 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები