Belive

ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა - ქვილითაია ფოტოს აქვეყნებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დეკემბერში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა, თუმცა მან დაბრუნება რამდენჯერმე შეძლო და მთლიანი დატვირთვითაც კი ვარჯიშობდა. სამწუხაროდ, აღნიშნული ტრავმის გამო, ის საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა ევროპის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მატჩებში. როგორც ჩანს, ექიმები სეზონის დასრულებას ელოდნენ და როგორც გიორგი ქვილითაიას მიერ გავრცელებული ფოტოდან ჩანს, ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში შეძლებს ახალგაზრდა ვარსკვლავი სრული დატვირთვით ვარჯიშს.
abga

სხვა სტატიები