Belive

ჩაკვეტაძემ შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს - ბელგიაში ქართველის ტრავმის სიმძიმეზე წერენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიური მედია გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ჯერჯერობით ტრავმის დიაგნოზი უცნობია, მაგრამ ბელგიური პრესა ვარაუდობს, რომ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების ტალანტს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი და მის სრულფასოვნად მოშუშებას 1 წელი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაკვეტაძემ შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს. ჩაკვეტაძე 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ დაშავდა, მის გარღვევას და მეტოქის საჯარიმოში შეჭრას მცველის მიერ წესების დარღვევა და 11-მეტრიანი მოჰყვა, რის მერეც გიორგიმ მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

სხვა სტატიები