Belive

ჩაკვეტაძის დებიუტი, გენტი პირველია  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ევროპული ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "ოლექსანდრიას" წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, გიორგი ქვილითაიამ გამარჯვების დუბლის ავტორი დეპუატრი 92-ე წუთზე შეცვალა. ბელგიურმა გუნდმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, უკრაინულ კლუბს 2:1 მოუგო და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში "ვოლფსბურგი" დაჩაგრა. ჩაკვეტაძე მოედანზე თითქმის 11-თვიანი პაუზის შემდეგ, 8 დეკემბერს დაბრუნდა და ბელგიის ჩემპიონატის შეხვედრაში ლუკა ზარანდიას "ვარეგემის" წინააღმდეგ 15 წუთის თამაში მოახერხა. ქართველი ფეხბურთელების გუნდი როგორც საერთაშორისო, ისე შიდა სარბიელზე კარგად გამოიყურება და ლიგაში მეორე ადგილს ერთპიროვნულად იკავებს. შემდეგ შეხვედრას "გენტი" "ოსტენდესთან" სტუმრად, 15 დეკემბერს ჩაატარებს.

სხვა სტატიები