Belive

ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო შემცირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანმა სტატისტიკურმა პორტალმა Transfermarkt.com ბელგიის ჩემპიონატის გუნდების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ცვლილება შეეხო გიორგი ჩაკვეტაძესაც, რომელიც, სამწუხაროდ, ტრავმიდან დაბრუნებას ვერ ახერხებს. ბოლო 2 სეზონში მას პრაქტიკულად მოედანზე ვეღარ ვხედავთ. Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ფასი 4-დან 3.2 მილიონ ევრომდე შეამცირა. გიორგის სატრანსფერო ღირებულება 2018 წელს, როდესაც ის საუკეთესო ფორმაში იყო, 9 მილიონსაც კი აღწევდა. ქართველმა ტალანტმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 237 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ქართველ ჟურნალისტებთან გამართული პირველი პრესკონფერენციის დროს, Live.ge-ს შეკითხვაზე პასუხსის გაცემისას აღნიშნა, რომ რომ არა ტრავმები, დღეს გიორგი ტოპ კლუბში ითამაშებდა.  

სხვა სტატიები