ჩაკვეტაძის ტრანსფერს გავლენიანი ამერიკული მედია საშუალება გამოეხმაურა

რამდენიმე დღის წინ, Marca-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა გიორგი ჩაკვეტაძის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლას. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” სკაუტები გიორგი ჩაკვეტაძის გამო დაესწრნენ ანდორა – საქართველოს დაპირისპირებას.

წყაროს მტკიცებით, “ბარსელონა” მზადაა 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმოს ქართველი შემტევი. კატალონიური გრანდის ინტერესი “გენტმაც” დაადასტურა.

გიორგი ჩაკვეტა ამჯერად გავლენიანი ამერიკული მედია საშუალების, Fox Sports-ის რეპორტიორების ყურადღების ცენტრში მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონა” ოფიციალური წინადადებით მიმართავს ბელგიურ კლუბს.

(3762)

ჩაკვეტაძის ტრანსფერს გავლენიანი ამერიკული მედია საშუალება გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-