Belive

ჩაკვეტაძის ტრავმის ზუსტი დიაგნოზი ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიური პრესა ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. nieuwsblad-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელი სიმძიმის არ აღმოჩნდა და ის მოედანს მალე დაუბრუნდება. საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევს მუხლზე მცირე ზომის ჰემატომა აქვს და მას მყესის გაწყვეტა, როგორც ამას პირველ საათებში ვარაუდობდნენ, არ დაუდასტურდა. "გენტის" ქართველი შემტევი მოედანს 2-დან 3 კვირამდე პერიოდში დაუბრუნდება და შესაძლოა მან ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული გუნდის დახმარებაც შეძლოს. ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა, სადაც თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თუმცა მეტოქის უხეშობის გამო მოედნის დატოვება იძულებით, თანაც ექიმების დახმარებით მოუწია. ბელგიელებმა შეხვედრა - 2:1 მოიგეს და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სხვა სტატიები