Belive

ჩალჰანოღლუ მილანს ტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუ "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. "როსონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება, თუმცა ჩალჰანოღლუსა და "მილანის" წარმომადგენლებს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. მხარეები კონტრაქტის პირობებსა და ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებიან და დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჩალჰანოღლუ მილანურ გრანდს დაემშვიდობება. Tuttosport-ის მტკიცებით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის ალბათობა მინიმუმამდეა დასული. 2020/21 წლების სეზონში, ჩალჰანოღლუმ "მილანის" წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შემტევმა ნახევარმცველმა სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 33 შეხვედრაში, 4 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები